16/02/2016 “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გოგირდის აბანოების ხელმძღვანელებს პასუხობს
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გოგირდის აბანოების ხელმძღვანელების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება - კომპანიის მენეჯმენტის აზრით, დღეს გოგირდის აბანოების შემოსავალი საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ არ ისარგებლონ პრივილეგიებით სხვა კომერციულ თუ არაკომერციულ აბონენტებთან შედარებით. ამ ორგანიზაციებმა გადასახადი უნდა გადაიხადონ იმავე ტარიფით, რაც დაწესებულია სემეკის მიერ და რასაც იხდის ყველა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი დედაქალაქში, მითუმეტეს, რომ ტარიფი თბილისში გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ქალაქებში.
კომპანიის მენეჯმენტის აზრით, აბანოებისთვის ადრე ზეპირსიტყვიერად დაწესებული გადასახადი დღეს ადეკვატური აღარ არის და ისინი სემეკის მიერ დაწესებულ ტარიფს დანარჩენი ორგანიზაციებისა და მოსახლეობის მსგავსად უნდა დაემორჩილონ.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი