09/06/2016 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2016 წელს მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს
ამის შესახებ „რეზონანსთან“ საუბარში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ განაცხადა.
ცხადაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ხორციელდება შემდეგი საინვესტიციო პროექტები:
140 ქუჩაზე 100 კილომეტრზე მეტი სიგრძის ქსელის რეაბილიტაცია; 6 000–ზე მეტი ახალი, ევროსტანდარტის, ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულის დამონტაჟება. ჟინვალის გამყვანი გვირაბის რეაბილიტაცია; საგურამოს 4,4 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა; ბოდორნა–ღრმაღელის 38 კილომეტრიანი გვირაბის რეაბილიტაცია. ასევე დაგეგმილია კიდევ ერთი ახალი ჰიდროელექტროსადგურის, ბოდორნა ჰესის მშენებლობა.
ეს პროექტი ამჟამად კვლევითი სამუშაოების ეტაპზეა. GWP -ის მონაცემებით, აღნიშნული სამუშაოების პროცესში დამატებით 1000–ზე მეტი ადამიანის დასაქმება მოხდება. „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს არის ინვესტიციები, რომელთა განხორციელებასაც კომპანია საჭიროდ და აუცილებლად მიიჩნევს თბილისის წყალმომარაგების სისტემის განსავითარებლად“, – ამბობს გიორგი ცხადაძე.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი