ახალი ამბები
...

10/06/2016 "ანგარიში თბილისს" პროექტის ფარგლებში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პირველი პრესკონფერენცია გამართა


კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის.

დღეიდან, 10 ივნისიდან კომპანიამ პროექტი „ანგარიში თბილისს“ დაიწყო. პროექტის ფარგლებში, რეგულარულად, თვეში რამდენჯერმე, კომპანიის მენეჯმენტი თბილისის მაცხოვრებლებს საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშს ჩააბარებს. კომპანიის მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები GWP-ს გეგმების, პროექტების და ყველა იმ აქტუალური საკითხის შესახებ ისაუბრებენ, რომელიც შესაძლოა საზოგადოებას აინტერესებდეს.

 

პროექტი „ანგარიში თბილისს“ დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებს კომპანიის კომუნიკაციების დირექტორმა, ეკა ბერიძემ წარუდგინა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციების დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა ვრცლად ისაუბრა კომპანიის სარეაბილიტაციო გეგმების შესახებ. კერძოდ, 2016 წელს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების ქსელის 100 კილომეტრზე მეტს განაახლებს. სარეაბილიტაციო პროექტები დაგეგმილია თბილისის ყველა უბანში, რაც მნიშვნელოვნად განავითარებს დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემას.

ქალაქის მთავარი დისპეჩერის, თემურ ჯანელიძის განცხადებით, კომპანია აქტიურად ახორციელებს ე.წ. ურდულების პროექტს, რომლის ფარგლებშიც  კომპანია ქალაქის მასშტაბით 6 000 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებს. შედეგად, მინიმუმამდე შემცირდება ამა თუ იმ მიზეზით გამოწვეული წყალმომარაგების შეწყვეტის არეალი.

 

კომპანიის წარმომადგენლებმა ახალი კონცეფციის, ბიზნესცენტრების მოდელზეც ისაუბრეს, რომლის თანახმადაც თბილისი წყალმომარაგების ზონებად დაიყოფა და თითოეულ ზონაზე პასუხისმგებლობას კონკრეტული ბიზნესცენტრი აიღებს, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას უკეთ მართოს საკუთარი ინფრასტრუქტურა და რაციონალურად დაგეგმოს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

პრესკონფერენციის დასასრულს ჟურნალისტებმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განახლებული სადისპეჩერო სამსახური და კომპანიის ცხელი ხაზი დაათვალიერეს.

 

 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად