ახალი ამბები
...

24/06/2016 ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

 

 

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების  სააგენტოსთან ერთად, წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის, ახალ პროექტი დაიწყო. დასაქმების ფორუმისა და კრეათონის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო პროექტების ავტორები კომპანიაში   სამთვიან სტაჟირების პროგრამას გაივლიან, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

 

რაც შეეხება, ახალი ჰიდროელექტროსადგურის, საგურამოჰესის, მშენებლობას - პროცესი აქტიურ ფაზაშია შესული. საგურამოჰესის ექსპლუატაციისათვის აუცილებელი ევროპული წარმოების ყველა აგრეგატი და ძალოვანი დანადგარი უკვე საქართველოშია.  ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები ჰესის ექსპლუატაციაში გასაშვებად.

 

საგურამოჰესის ამოქმედება დაგეგმილია ოქტობრის თვეში, რაც  ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ სათავე ნაგებობებისა და სატუმბე სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს.

 

მიმდინარე კვირის მანძილზე  კომპანია აგრძელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში.

 

 სამუშაოები ნაძალადევის რაიონში ცქიტიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს. ახლით შეიცვლება როგორც კანალიზაციის ასევე წყალსადენის  1კმ-მდე  ქსელი.

ამავე რაიონში, ბოგვის ქუჩაზე, დასრულების ეტაპზეა სარეაბილიტაციო სამუშაოები. შეიცვლება  წყალსადენის  800 მეტრიანი  მონაკვეთი.

ასევე დასრულების ეტაპზეა გვაზაურის პირველ ჩიხში მიმდინარე სამუშაოები -  ახლით იცვლება წყლის მილის 150 მეტრიანი ამორტიზებული მონაკვეთი.

 

 გლდანის რაიონში, ავჭალა 2-ის ტერიტორიაზე, კომპანია ცენტრალური წყალსადენის სისტემის განახლებას აწარმოებს. შეიცვლება  300 მეტრიანი წყლის მილის მონაკვეთი.

 

ამავე რაიონში, მორეტის პირველ შესახვევში, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები. ახლით იცვლება წყლის და კანალიზაციის 600 მეტრიანი მონაკვეთი.

 

ასევე, ბარათაშავილის ქუჩაზე, კომპანიამ  დაიწყო სამუშაოები წყალსადენის 500 მეტრიანი  ქსელის განსაახლებლად.

 კრწანისის რაინში, კერძოდ, ფონიჭალაში, კანალიზაციის  ქსელის ამორტიზებული 600 მეტრიანი მონაკვეთი იცვლება.

 აღნიშნული სამუშაოები თბილისის   სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.     

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად