21/07/2016 ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით თბილისის მოსახლეობას ანგარიშს აბარებს
დღეს, 21 ივლისს, 13:00 საათზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, ,,ანგარიშითბილისს’’ პროექტის ფარგლებში, პრესკონფერენცია გამართა.
პრესკონფერენცია კომპანიის მიმდინარე საინვესტიციო პროექტებსა და ახალი ჰიდროელექტროსადგურის, საგურამოჰესის მშენებლობას მიეძღვნა.
პრესკონფერენცია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციების დირექტორმა - ეკატერინე ბერიძემ გახსნა. საინვესტიციო პროექტების შესახებ საინვესტიციო პოლიტიკის სამსახურის უფროსმა - გურამახვლედიანმა და ბიზნესის განვითარების და ინვესტორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თინა სიმონიშვილმა ისაუბრეს.
მიმდინარე ეტაპზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 94.5 მილიონი ლარის ინვესტირებას ახორციელებს სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტში.
მათ შორის არის თბილისის წყალმომარაგების მთავარი არტერიის ჟინვალის გვირაბის და ბოდორნა-ღრმაღელეს გვირაბის რეაბილიტაცია, რომელიც უკვე დასრულებულია. ასევე ორი „მწვანე” ჰესის მშენებლობა - საგურამო ჰესი, რომელიც უკვე დასრულების სტადიაზეა და ბოდორნა ჰესი, რომლის მშენებლობაც ახლო მომავალში იგეგმება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იწყებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტს, როგორიც არის გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის თანამედროვე სტანდარტებით რეაბილიტაცია. საბოლოო ჯამში თითოეული საინვესტიციო პროექტის მთავარი მიზანი თბილისის სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფაა.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯმენტი ,,ანგარიშითბილისს’’ პროექტის ფარგლებში, პრესკონფერენციებს გარკვეული პერიოდულობით გამართავს და კომპანიის ფეისბუქის გვერდის საშუალებით ლაივსთრიმით გადასცემს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი