ახალი ამბები
...

29/07/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს

 

25 ივლისს, კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა’’ დასაქმების ფორუმის შედეგად შერჩეული კანდიდატებისთვის, წყალმომარაგების სფეროს 8 მიმართულებით, სტაჟირების პროგრამა დაიწყო.

 

ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტმა, სტაჟირებისთვის 30 მონაწილე შეარჩია და პოზიციების შესაბამისად  სხვადასხვა დეპარტამენტში, მენტორებთან გადაანაწილა.

სტაჟირების პროგრამა 45 დღეს მოიცავს. წარმატებულ მონაწილეებს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში’’ დასაქმების პერსპექტივა ექნებათ.

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი ჰიდროელექტროსადგურის, საგურამოჰესის ექსპლუატაციაში გასაშვები სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ დროისთვის მაღალი ძაბვის სისტემების, გენერატორების და მართვის საკონტროლო მოწყობილობების მონტაჟი უკვე დასრულებულია.

 

მიმდინარე კვირის მანძილზე  კომპანია აგრძელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში:

ნაძალადევის რაიონში ჩარგლის ქუჩაზე  600 მეტრი სიგრძის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო ასევე, დიდუბის რაიონში, ქუთაისის ქუჩაზე. წყალსადენის 1000 მეტრი სიგრძის და წყალარინების 200 მეტრი სიგრძის მონაკვეთები ახლით შეიცვლება.

სარეაბილიტაციო სამუშოები გრძელდება:

კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში, იცვლება წყალსადენის და წყალარინების ქსელები, საერთო ჯამში 1100 გრძივი მეტრი.

საბურთალოს რაიონში, გოძიაშვილის პირველ შესახვევში  წყალსადენის 650მ და წყალარინების 200მ სიგრძის ქსელები იცვლება.

2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად