10/08/2016 კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სტაჟირების პროგრამა აქტიურ ფაზაშია
კომპანია ,,ჯორჯიანუოთერენდფაუერის’’ დასაქმებისფორუმისშედეგადშერჩეულიკანდიდატების სტაჟირებისპროგრამააქტიურ ფაზაშია.
ადამიანურიკაპიტალისგანვითარებისდეპარტამენტმა, სტაჟირებისთვის 32 მონაწილეშეარჩიადაწყალმომარაგების სფეროს 8 სხვადასხვა მიმართულებითმენტორებთანგადაანაწილა. მონაწილეებისშეფასებაწინსაწარშემუშავებული სისტემისშესაბამისადხდება.
სტუდენტები სტაჟირებას წყალმომარაგების სფეროს შემდეგი მიმართულებებით გადიან: ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური საგამოცდო ლაბორატორია, სამშენებლო-სარემონტო დეპარტამენტი, საპროექტო სამსახური, ტექნიკური მხარდაჭერის სამსახური და სხვ.
დასაქმების ფორუმის მიზანია საქართველოში წყალმომარაგების სფეროს განვითარება. სტაჟირების პროგრამა 45 დღე გაგრძელდება. მონაწილეები შეიძენენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას.
„ჩემი როგორც მენტორის მეთვალყურეობის ქვეშ სტაჟიორები თითოეულ პროცესში მაქსიმალურად არიან ჩართულნი. ეცნობიან ცენტრალური ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას, წყლის ხარისხის მართვას, სასმელი წყლის საკანონმდებლო და ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს.
დასაქმების ფორუმის მონაწილეები თეორიულ ცოდნასთან ერთად იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას - ატარებენ რუტინულ ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ ანალიზებს, იყენებენ სხვადასხვა თანამედროვე აპარატურას“ - აღნიშნავს თამარ ნიკურაძე, ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური საგამოცდო ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
კომპანია მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას მომავალშიც აპირებს. შემდეგი დასაქმების ფორუმი დაგეგმილია 2017 წლის გაზაფხულზე.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი