12/08/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს
კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ დასაქმების ფორუმის შედეგად შერჩეული კანდიდატების სტაჟირების პროგრამა აქტიურ ფაზაშია.
სტუდენტები სტაჟირებას წყალმომარაგების სფეროს შემდეგი მიმართულებებით გადიან: ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური საგამოცდო ლაბორატორია, სამშენებლო-სარემონტო დეპარტამენტი, საპროექტო სამსახური, ტექნიკური მხარდაჭერის სამსახური და სხვ.
სტაჟირების პროგრამა 45 დღე გაგრძელდება. მონაწილეები როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას შეიძენენ.
ახალი ჰიდროელექტროსადგურის, საგურამოჰესის, ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით ელექტრო- სამონტაჟო სამუშაოები გრძელდება. საგურამოჰესის სიმძლავრე 4,4 მგვტ იქნება, წლიური გამომუშავება კი - 32 მლნ.კვტსთ. ჰესის მშენებლობის მიზანია, კომპანიის ენერგოეფექტურობის და დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგების გაუმჯობესება.
მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:
ვაკის რაიონში, კეკელიძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წყალსადენის ქსელის 125 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.
დიდუბის რაიონში, ქუთაისის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. წყალსადენის ქსელის 880 მეტრის სიგრძის მონაკვეთი მთლიანად შეიცვალა. წყალარინების ამორტიზებული ქსელის 120 მეტრი სიგრძის მონაკვეთი უკვე შეცვლილია.
სოფელ გლდანში, მებაღიშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალსადენის ქსელის 950 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი მთლიანად შეიცვალა.
მთაწმიდის რაიონში, ამაღლების ქუჩის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია დამთავრდა. წყალარინების ქსელის 175 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი