13/08/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადება
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე, ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოებას აგრძელებს, რაც მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს. სამუშაოების წარმოების სირთულის გამო წყალმომარაგების აღდგენის დრომ გადაიწია დღეს 13 აგვისტოს 18:00 საათამდე შემდეგ რაიონებში:
სამგორის რაიონში:
ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მ/რ
ისნის რაიონში:
ვაზისუბნის დასახლება, ვაზისუბნის N1, N2, N3, N4 მ/რაიონები, შანდორ პეტეფის და ონაშვილის ქუჩა, წულუკიძის ქუჩა და შესახვევები, სამგორის დასახლების კორპუსები და მე-8 ლეგიონის დასახლება.
მოსახლეობას წყალი ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე მიეწოდება.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი