ახალი ამბები
...

18/11/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სოციალური კამპანია დაიწყო

 

ხვალ, 19 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სოციალური კამპანია #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს ოფიციალურად გაიხსნება.

 

კამპანიის მიზანი, ორი ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური თემის გაერთიანებაა, როგორიც წყლის რესურსის გაფრთხილება და გარემოზე ზრუნვაა.

 

სოციალური კამპანიის #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს სახე ახალი თაობის მსახიობი რუსკა ქარქაშაძეა.  ამ ეტაპზე კამპანიის ფარგლებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ვაკე-საბურთალოს ყველა სკოლაში ჩაატარა საგანმანათლებლო ტრენინგი, ხოლო მომდევნო ერთი თვის განმავლობაში შემდეგ ეტაპზე შერჩეული სკოლების მოსწავლეები უკვე საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთვებიან.  

 

მიუხედავად იმისა, რომ წყლის რესურსი ბუნებრივად განახლებადია,  ადამიანების მხრიდან  არასწორი გამოყენება მას ჩვენთვის და ჩვენი გარემოსთვის  უვარგისს ხდის“ - აცხადებს გიორგი ცხადაძე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი.

 

კამპანია #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს არაფორმალური განათლების მიღების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოზარდი თაობის მსოფლიო მოქალაქედ ჩამოყალიბებას და იმ პასუხისმგებლობის გააზრებას, რომ თითოეული ჩვენგანი გარემოს ნაწილია და  მასზე აქტიურ ზემოქმედებას  ახდენს.

 

 

 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად