11/03/2011 GWP-იმ წყლის ხარისხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა
კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალურმა დირექტორმა, თბილისში სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით, დღეს, 11 მარტს ბრიფინგი გამართა. ბრიფინგს, რომელიც ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” სათავო ოფისში შედგა, ესწრებოდნენ ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი პროფ. მარინა გიორგობიანი და დამოუკიდებელი ლაბორატორია ”მულტი-ტესტის” დირექტორი ლევან კალანდაძე.
”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ წყალი, რომელიც ონკანიდან მოედინება და რომელსაც თბილისის მოსახლეობა სასმელად იყენებს, მთლიანად აკმაყოფილებს ეროვნულ სტანდარტებს და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ინფორმაცია თუ უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც თბილისში სასმელი წყლის ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობას ეჭვქვეშ აყენებს, არის სრული დეზინფორმაცია და მიზნად ისახავს მოსახლეობაში კომპანიისა და მისი პროდუქტის ხარისხის მიმართ ერთგვარი უნდობლობისა და ეჭვის გაჩენას”, - განაცხადა იორგ მათისმა.
სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორიის მარინა გიორგობიანის განმარტებით, 2009-2010 წლებში ინსტიტუტის მიერ განხორციელებული კვლევისას თბილისში, სასმელ წყალში დარღვევები არ გამოვლენილა. გიორგობიანის თქმით, კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ თბილისში ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხის სასმელი წყალია.
ლაბორატორია ”მულტი-ტესტის” დირექტორის ლევან კალანდაძის განცხადებით, მათი ლაბორატორიის მიერ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩატარებული ანალიზების შედეგად თბილისში სასმელი წყლის არც მიკრობული დაბინძურების შემთხვევა და არც რაიმე სხვა სახის დარღვევა არ დაფიქსირებულა. მისი თქმით, ამას შესაბამისი კვლევების ოქმებიც ადასტურებს.
როგორც წესი, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ატარებს სასმელი წყლის ხარისხის კვლევას როგორც მის ქიმიურ, ასევე ბაქტერიოლოგიურ და პარაზიტოლოგიურ ყველა პარამეტრზე. ჩატარებული ანალიზების თანახმად, ყველა პარამეტრი ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციაზე საგრძნობლად დაბალია, ხოლო მიკროორგანიზმები და პარაზიტები საერთოდ არ არის აღმოჩენილი სასმელი წყლის სინჯში. შესაბამისად, თბილისში, არ დასტურდება არა მხოლოდ სასმელი წყლის მიკრობული დაბინძურება, არამედ უმნიშვნელო დაბინძურებაც კი, რასაც მოწმობს დამოუკიდებელი ლაბორატორიების მიერ ჩატარებული დასკვნები.
სასმელი წყლის მიღებამდე, კომპანია ნედლ წყალს მრავალჯერადად წმენდს, კოაგულანტითა და აქტივირებული ნახშირით ამუშავებს, ფილტრავს ბუნებრივი ფილტრანტების საშუალებით, უტარებს პირველად და მეორად ქლორირებას. წყლის ხარისხი უწყვეტ ავტომატურ რეჟიმშიც მოწმდება და ჩვენი ლაბორატორიების სპეციალისტებიც უწყვეტად აკონტროლებენ მას ღრმაღელისა და სამგორის საფილტრო სადგურებში და არაგვის ხეობაში განთავსებულ ყველა სათავო ნაგებობაზე. წყლის ხარისხი მუდმივად კონტროლდება ასევე თბილისის წყალსადენის ქსელებშიც.
კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” კიდევ ერთხელ მიმართავს მოსახლეობას და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სასმელი წყლის ხარისხი თბილისში მთლიანად შეესაბამება სტანდარტებს და მისი მოხმარება არავითარ საფრთხეს არ უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი