27/10/2011 GWP ცენტრალური ლაბორატორიის მოდერნიზება დაასრულა
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორმა - იორგ მათისმა და ტექნიკურმა დირექტორმა - ომარ გოცირიძემ თბილისის საკრებულოს დეპუტატებს - გოგი ჩაჩანიძეს და კოკი იონათამაშვილს ახლადმოდერნიზებული ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მუშაობის პრინციპი გააცნეს.
ღრმაღელის საფილტრო სადგურში განთავსებული წყლის ხარისხის მაკონტროლირებელი ცენტრალური ლაბორატორიის მოდერნიზება "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ახლახან დაასრულა. ამ საქმისთვის კომპანიამ 1,5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. ლაბორატორიაში დამონტაჟებული უახლესი ევროპული აპარატურა და დამხმარე მოწყობილობები კომპანიას წყლის ხარისხის თვისობრივად მაღალ დონეზე გაკონტროლების საშუალებას აძლევს.
იორგ მათისის თქმით, უახლესი აპარატურით აღჭურვილი ცენტრალური ლაბორატორიის მეშვეობით, კომპანია გაცილებით ეფექტურად ახორციელებს სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგსა და მისი კონტროლის უზრუნველყოფისთვის საჭირო ყველა ოპერაციას. ამასთან, კომპანიის ცენტრალური ლაბორატორია ISO 17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაციის მოსაპოვებლად ემზადება.
ახლადშეძენილ აპარატებს შორის მნიშვნელოვანია GS-MS გაზური ქრომატოგრაფი მასპექტრით. ეს აპარატი ორგანული ნაერთების - ნავთობპროდუქტების, ადვილად აქროლადი ნივთიერებებისა და პესტიციდების დონეს განსაზღვრავს და უმნიშვნელო ოდენობის მინარევების არსებობისაც აფიქსირებს; ICP-OES ემისიურ-პლაზმური სპექტროფოტომეტრი ერთდროულად 33 ელემენტს განსაზღვრავს. ამ აპარატს ლაბორატორიის სპეციალისტები იყენებენ სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური მაჩვენებლების, ტუტე, ტუტე-მიწათა და მკაცრად ლიმიტირებული მძიმე მეტალების განსასაზღვრად; ახალი იონური ქრომატოგრაფის საშუალებით წყალში შემავალი ანიონების კვლევა ხდება, რომლებიც წყლის გემოვნურ თვისებებს განაპირობებს; სპექტროფოტომეტრ Spekol 1500-ით ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები და ციანიდები განისაზღვრება.
როგორც წესი, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ატარებს სასმელი წყლის ხარისხის კვლევას როგორც მის ქიმიურ, ასევე მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე. ჩატარებული ანალიზების თანახმად, სასმელ წყალში ყველა პარამეტრი ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციაზე საგრძნობლად დაბალია. კომპანიის ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორია კოორდიანაციასა და კონტროლს უწევს კომპანიის ყველა ლაბორატორიის ფუნქციონირებას. სასმელი წყლის ხარისხის ლაბორატორიულ კონტროლს კომპანიის სპეციალისტები უწყვეტ დღეღამურ რეჟიმში აწარმოებენ და წყლის ხარისხს მუდმივად ამოწმებენ თბილისის წყალსადენის ქსელებშიც. სასმელი წყლის ხარისხი მთლიანად აკმაყოფილებს ეროვნულ სტანდარტებს და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი