ახალი ამბები
...

04/09/2012 ინდივიდუალური გამრიცხველიანება მრავალსართულიან კორპუსებშიც მიმდინარეობს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აგრძელებს თბილისის მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროგრამის განხორციელებას. მიმდინარე წლის ივლისიდან, აღრიცხვის კვანძების მოწყობა  თბილისის სხვადასხვა უბანსა და დასახლებაში მდებარე მრავალსართულიან კორპუსებში წარმოებს. ამ ეტაპზე, ინდივიდუალური მრიცხველების მონტაჟი ერთდროულად მიმდინარეობს მრავალბინიან 92 კორპუსში - გლდანულას, „ვარკეთილი 3“-ის, ვარკეთილის ზემო პლატოს, წმინდა ბარბარესა და თემქის დასახლებებში, ასევე, ვაზისუბნის მიკრორაიონებში, მოსკოვის გამზირზე, ბოგდან ხმელნიცკისა და ფიფიების ქუჩებზე. აგვისტოს ბოლოსთვის, კომპანიამ გამრიცხველიანების სამუშაოები დაასრულა 35 მრავალსართულიან კორპუსში.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორის მოადგილემ - ჰელმუტ ვეიდელმა, ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილეს - ბესიკ გაზდელიანს,  ვაზისუბნის დასახლებაში გამრიცხველიანების მიმდინარე სამუშაოები ადგილზე გააცნო. N 7 კორპუსი ერთ-ერთია ვაზისუბნის დასახლების იმ მრავალსართულიან კორპუსებს შორის, სადაც კომპანია მობინადრეთათვის ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების მონტაჟს ახორციელებს. აღნიშნულ კორპუსში 90 აბონენტი (ოჯახი) ცხოვრობს და მათი დიდი უმრავლესობა უკვე გამრიცხველიანებულია.

სემეკის 2010 წლის №18 დადგენილების შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური თითოეულმა აბონენტმა თავად უნდა დაფაროს. ამავე დადგენილების მიხედვით, გამრიცხველიანებისთვის საჭირო თანხას, თავდაპირველად კომპანიამ გაიღებს, აბონენტი კი აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის დაფარვას მრიცხველის დამონტაჟებიდან 6 თვის შემდეგ შეუდგება. სურვილის შემთხვევაში, ეს თანხა აბონენტს 24 თვეზე გაუნაწილდება, რასაც მიმდინარე გადასახადთან ერთად დაფარავს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროგრამის განხორციელებას გასული წლის ივნისიდან შეუდგა. პირველ ეტაპზე ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების მოწყობა კომპანიამ კერძო სახლებში დაიწყო და პროცესს, ერთდროულად, თბილისის სხვადასხვა რაიონში ახორციელებდა. კერძო სახლების მობინადრეთა გამრიცხველიანების პარალელურად, ახლახან, აღრიცხვის კვანძების მოწყობა, მრავალსართულიან კორპუსებშიც დაიწყო.

გამრიცხველიანების პროგრამის განხორციელება "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" საშუალებას მისცემს 1 სულ მოსახლეზე წყლის მოხმარების რაციონალიზაცია მოახდინოს, რის შედეგადაც  შესაძლებელი გახდება სასმელი წყლის უმიზნოდ დაღვრის აღკვეთა და აბონენტთა კუთვნილ ქსელებში დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანა. ამასთან, მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა თბილისის უწყვეტი წყალმომარაგების მისაღწევად.

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად