13/09/2012 წყალსადენის ქსელებისა და ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები თემქის დასახლებაშიც მიმდინარეობს
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურმა დირექტორმა - იორგ მათისმა, გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილეს - დავით გაბადაძეს, თემქის დასახლებაში განხორციელებული საინვესტიციო პროექტები წარუდგენა. კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად რაიონის გამგებლის მოადგილე წყალსადენის ქსელებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მრავალსართულიან კორპუსებში გამრიცხველიანების პროცესს და ახლად გადაიარაღებულ სატუმბო სადგურში განხორციელებულ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ირემაშვილის ქუჩა შედის თბილისის იმ 150-ზე მეტი ქუჩის ნუსხაში, რომელთა ამორტიზებული და ხანდაზმული ქსელების შეცვლას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წლევანდელი გეგმის შესაბამისად ახორციელებს. აღნიშნულ ქუჩაზე რეაბილიტაცია უტარდება წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებსა და განშტოებებს, მთლიანად იცვლება ამორტიზებული წყალსადენის ქსელების 700 მეტრი, ეწყობა წყალსადენის 46 ახალი საკვანძო ჭა და მონტაჟდება 1 ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული.
თბილისის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროგრამასაც ანხორციელებს. თემქის დასახლებაში უკვე 15 კორპუსი გამრიცხველიანდა და პროცესი ეხლაც მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების მოწყობა კომპანიამ კერძო სახლებში დაიწყო და პროცესს, ერთდროულად, თბილისის სხვადასხვა რაიონში ახორციელებდა. კერძო სახლების მობინადრეთა გამრიცხველიანების პარალელურად, ახლახან, აღრიცხვის კვანძების მოწყობა, მრავალსართულიან კორპუსებშიც დაიწყო.
რაც შეეხება თემქის 11 მკ/რაიონის 2 კვარტალში მდებარე სატუმბო სადგურის რეკონსტრუქციას, კომპანიამ აღნიშნული ობიექტი ავტომატური მართვის წნევის გამაძლიერებელი ახალი ტუმბო-აგრეგატით გადაიაარაღა. ეს უახლესი ტიპის ევროპული წარმოების ტუმბო-აგრეგატია, რომელიც წნევას წყლის მოხმარების ცვალებადობის მიხედვით, ავტომატურ რეჟიმში არეგულირებს. წყალსადენის მოქმედ ქსელთან მათი მიერთება კომპანიამ უკვე განახორციელა. მხოლოდ ამ სატუმბო სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებით, სასმელი წყალი სტაბილურად და უწყვეტ რეჟიმში თემქის დასახლებაში მცხოვრებ 3500 აბონენტს მიეწოდება.
კომპანია 12 ახალი მძლავრი სატუმბო სადგურის მშენებლობას ახორციელებს. ამას გარდა, თბილისის სხვადასხვა რაიონში ავტომატური მართვის 50 ტუმბო-აგრეგატის მონტაჟი მიმდინარეობს. ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ განხორციელებული ყველა კომპლექსური ტექნიკური ღონისძიება ერთ მიზანს ემსახურება - ეს თბილისის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფაა, რაც დედაქალაქის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებში 2012 წლის ბოლოსთვის განხორციელდება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი