18/09/2012 „რუსთავის წყალი“ წყალსადენის ქსელების რეაბილიტაციას აგრძელებს
კომპანია "რუსთავის წყლის" გენერალურმა დირექტორმა - იორგ მათისმა, კომპანიის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქ. რუსთავის მერს - ლაშა მინდელს, მე-20 მიკრო-რაიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე გააცნო. აღნიშნულ მიკრო-რაიონში რეაბილიტაცია უტარდება წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებსა და განშტოებებს, ამორტიზირებული 160 მმ-იანი დიამეტრის ფოლადის მილი, თანამედროვე ტიპის პოლიეთილენის მილით იცვლება.
2012 წლის განმავლობაში კომპანია „რუსთავის წყალი“ მიწისქვეშა კომუნიკაციების რეკონსტრუქციას რუსთავის 90 ქუჩაზე მოახდენს, აქედან 50 ქუჩაზე სამუშაოები უკვე დასრულებულია.
წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად “რუსთავის წყალმა”, ბოლო წლებში, არაერთი პროექტი განახორციელა: ააშენა 2200 მეტრი სიგრძის 6 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი მძლავრი ტრანსფორმატორით, რითაც ხრამის სათავო ნაგებობა და სატუმბო სადგურები ელექტროენერგიით მარაგდება, ჩაატარა მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მაგისტრალურ წყალდენებზე, მათ შორის მდინარე კოვას მიმდებარედ გამავალ 800 მმ-იანი 2 მაგისტრალურ წყალდენზე, ქალაქის ერთ-ერთი ძირითად მკვებავ 700 მმ-იანი მაგისტრალური არტერიაზე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა რუსთავის 20-ზე მეტი ქუჩის წყალსადენის ქსელებს, ასევე შიდაკვარტალურ ქსელებსაც. რუსთავის ქუჩის ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარე წელსაც გრძელდება. 2010 წლის ნოემბერიდან კი კომპანია ქალაქის წყალმომარაგების მნიშვნელოვანი ობიექტის - ხრამის სათავო ნაგებობის კომპლექსურ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ეტაპობრივად ახორციელებს. აღნიშნული პროექტი მიმდინარე წელსაც გრძელდება.
„რუსთავის წყლის“ მიერ განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად რუსთავის, გარდაბნისა და მარნეულის რაიონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობის წყალმომარაგება გაცილებით სტაბილური და საიმედო გახდა, მინიმუმამდე შემცირდა ქალაქის ქსელებზე ავარიულ დაზიანებათა რისკი და წყლის დანაკარგები ქსელში. რაც მეტად მნიშვნელოვანია, სადღეისოდ რუსთავის მოსახლეობას სასმელი წყალი სტაბილურ რეჟიმში, უწყვეტად მიეწოდება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი