28/07/2016 კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადება
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“საბურთალოს რაიონში, გაგარინის ქუჩაზე, წყალსადენის 1000 მმ-იან მაგისტრალურ ქსელზე, ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.
სამუშაოების წარმოება მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 28 ივლისს 16:00 საათიდან 20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
დიდუბის რაიონში:
ლუბლიანას ქუჩის ნაწილს, ბელიაშვილის ქუჩა N40-ს.
საბურთალოს რაიონში:
დიღომ-8, ჯორჯ ბალანჩინის, ამერიკის საელჩოს, მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ობიექტებს, გუდვილის მიმდებარე ქუჩებს და ბალანჩივაძის ქუჩას.
ვაკის რაიონში:
ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის მიკრორაიონებს, ნუცუბიძის ქუჩას, დელისის I, II, III ქუჩებს,ზაქარიაძის, ქავთარაძის, გამრეკელის, გურიელის, მარიჯანის, ჩიქოვანის ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას გამზირს მეტრო დელისიდან მარიჯანის ქუჩამდე (N41-დან ბოლომდე და N48-დან ბოლომდე), ყაზბეგის გამზ. N 30-46, მინდელის, სანდრო ეულის და ჯიქიას ქუჩებს, ო. ჩხეიძის, გ.გეგეჭკორის, მ.ჩახავას, ე.მაღალაშვილის, ო.ლორთქიფანიძის და მ.ბარათაშვილის ქუჩებს.
მოსახლეობასწყალიეტაპობრივადსამუშაოებისდასრულებისთანავე მიეწოდება.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი