17/10/2016 ,,გადაიხადე 50%“ - ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ დავალიანების მქონე აბონენტებისთვის წამახალისებელი აქცია აქტიურად მიმდინარეობს
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დავალიანების მქონე აბონენტებს 2015 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული წყლის საფასურის 50%-ის გადახდის შემთხვევაში, აღნიშნული პერიოდის დავალიანების მეორე ნახევარი ავტომატურად ჩამოჭრებათ.
აქცია მე-5 დღეა აქტიურად მიმდინარეობს და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. აბონენტები მარტივად, ოფისში მისვლის გარეშე, ერთვებიან აქციაში და სარგებლობენ ხელსაყრელი პირობებით.
დავალიანების 50%-ის დასაფარად, აბონენტი რეკავს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელ ხაზზე - 2 93 11 11, ან სარგებლობს კომპანიის ფეისბუქით და ვებგვერდზე არსებული ონლაინ ჩათით. ოპერატორი მომხმარებელს აბონენტის ნომრის მიხედვით ეხმარება დავალიანების ოდენობის დაზუსტებაში და დავალიანების ჩამოწერაში.
სურვილის შემთხვევაში მომხმარებლები მიმართავენ კომპანიის სერვისცენტრებს შემდეგ მისამართებზე: საბურთალოს რაიონში - ყაზბეგის გამზ. 19ბ, გლდანის რაიონში - ვეკუას ქ. 2 და ისნის რაიონში შუამთის ქ.10.
მომხმარებლები აქციის პირობებით კმაყოფილები არიან და აღნიშნავენ, რომ მათ აქვთ საუკეთესო შესაძლებლობა დავალიანების სრულად დასაფარად.
კომპანიაში ვარაუდობენ, რომ წამახალისებელი აქციის შედეგად, აბონენტებზე დარიცხული დავალიანება მკვეთრად შემცირდება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი